Search
Close this search box.

“ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება, თანამედროვე მიდგომა

“ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება, თანამედროვე მიდგომა

 “ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება, თანამედროვე მიდგომა

ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება მისი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომლის პროცესშიც ყალიბდება ადამიანის სქესობრივი თვითცნობიერება, როლი და სექსუალური ორიენტაცია.

ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება მისი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომლის პროცესშიც ყალიბდება ადამიანის სქესობრივი თვითცნობიერება, როლი და სექსუალური ორიენტაცია. ეს პროცესი იწყება სიცოცხლის პირველი თვეებიდან და გრძელდება 20-25 წლამდე, როდესაც ადამიანი აღწევს საბოლოო ზრდასრულობას და იწყებს რეგულარულ ცხოვრებას სექსუალურ პარტნიორთან.
ზოგიერთი თანამედროვე მიდგომით ფსიქო-სექსუალური განვითარების მხრივ ადამიანი შემდეგ ეტაპებს გადის:
I ეტაპი- სქესობრივი თვითცნობიერების ჩამოყალიბება.
ამ დროს ხდება საკუთარი და სხვა ადამიანების სქესის გაცნობიერება, ბავშვის ცნობისმოყვარეობა მიმართულია სქესობრივი ნიშნების აღმოჩენასა და სასქესო ორგანოების შესწავლაზე. ეს ეტაპი იწყება პირველი თვეებიდან და გრძელდება 4-5 წლამდე.
II ეტაპი- შესაბამისი სქესობრივი როლის ჩამოყალიბება.
ამ დროს ყალიბდება კონკრეტული სქესისათვის დამახასიათებელი ქცევები, ხდება სქესობრივი როლების დასწავლა თამაშის დროს. ეს ეტაპი იწყება 2-5 წლიდან და გრძელდება 7-10 წლამდე.
III ეტაპი – ფსიქო-სექსუალური ორიენტაციის ფორმირება.
ამ ეტაპზე ხდება სექსუალური ობიექტის შერჩევა და სექსუალური ქცევის განხორციელება, რომელიც იყოფა სამ სტადიად – პირველი სტადია (7-10 წლიდან) მოიცავს პლატონურ ფანტაზიებს, რაც გულისხმობს იმას რომ პარტნიორის მოხიბვლა არ ისახავს მიზნად ფიზიკურ სიახლოვეს; მეორე სტადიის (11-15 წელი) დროს იწყება ეროტიული ფანტაზიები, ალერსი და თამაშები; მესამე სტადია (16-20 წელი) არის ზრდასრული სექსუალური ცხოვრების დასაწყისი, რომელიც მოიცავს როგორც სექსუალურ ექსცესებს, ასევე სექსუალურ თავშეკავებას და მასტურბაციას.
ფსიქო-სექსუალური განვითარების მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ დაახლოებით 20-25 წლიდან ადამიანი აღწევს სექსუალურ ზრდასრულობას და პოულობს სტაბილურ სექსუალურ პარტნიორს.
ფსიქო-სექსუალური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანი სხვადასხვა სირთულეებს ხვდება, რომელთა დაძლევაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის შემდგომ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შესაძლოა ფიზიკურად და ინტელექტუალურად შესაბამისად იყოს განვითარებული, სექსუალურ განვითარებაში შეიძლება ჰქონდეს შეფერხება, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის აღზრდის დროს დაშვებული შეცდომები, მაგალითად: იმ შემთხვევაში თუ მშობელი უნერგავს ბავშვს აზრს, რომ რაც სექსთან არის დაკავშირებული ყველაფერი ბინძური და სამარცხვინოა, განაპირობებს შემდგომში სირთულეებს მის სექსუალურ ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა ამ სირთულეების დაძლევაც შესაძლებელია შესაბამის სპეციალისტთან, ფსიქოლოგთან მიმართვის შემთხვევაში. ფსიქოლოგი ეხმარება პაციენტს პირველ რიგში გააცნობიეროს შექმნილი სირთულე, მათი მიზეზი, ერთად დაგეგმონ მოგვარების გზები და დაძლიონ სირთულე.

არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.