Search
Close this search box.

ანონსი – სამოქალაქო საზოგადოების შეფასება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, მე-3 ციკლი

ანონსი – სამოქალაქო საზოგადოების შეფასება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, მე-3 ციკლი

2021 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებშიგაეროს წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას შეაფასებენ. წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებს გაუზიარებენ. მოსმენა პირდაპირ ეთერში გადაიცემა – http://webtv.un.org/
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია/კოალიცია ჩაერთო. სამოქალაქო სექტორმამიმოიხილაარსებული გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და რეკომენდაციებითმიმართასაერთაშორიო პარტნიორებსა და დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს წევრი ქვეყნების მიერ უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაში რეკომენდაციების ასახვის მიზნით.
სამოქალაქო სექტორი საუბრობს შემდეგ თემებეზე:
– პატიმართა უფლებები;
– ბავშვებისადაშეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთაუფლებები;
– რელიგიის თავისუფლება და მიგრანტთა უფლებები, რასიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
– ინსტიტუციურირეფორმებისმხარდაჭერასამართალდამცავსისტემაში;
– სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვის გაძლიერება;
– სასამართლოს გათავისუფლება კლანური მმართველობისგან;
– ლგბტქი უფლებები საქართველოში – არსებული წინააღმდეგობების დაძლევა;
– ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
– სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მნიშვნელობა;
– ქალთა უფლებრივი მდგომარეობა.
გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მიზანია გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება და რეკომენდაციების წარდგენით არსებული გარემოს გაუმჯობესება.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში განხოციელებულიონლაინ ადვოკატირების კამპანია მიმდინარეობდაUPR Info -სა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
რეკომენდაციები შემდეგმა ორგანიზაციებმა მოამზადეს:
სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში
კოალიცია „თანასწორობისთვის“
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგისცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი(WISG)
პლატფორმა სალამი
ასოციაცია ჰერა XXI
Equality Now

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.