Search
Close this search box.

ასოციაცია ჰერა ოცდაერთი აცხადებს ფასთა გამოკითხვას მოკვლევის ჩატარებაზე „გოგონებისა და ფერტილური ასაკის გამოცდილებები, საჭიროებები და დამოკიდებულებები სექსუალური, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით“

ასოციაცია ჰერა ოცდაერთი აცხადებს ფასთა გამოკითხვას მოკვლევის ჩატარებაზე „გოგონებისა და ფერტილური ასაკის გამოცდილებები, საჭიროებები და დამოკიდებულებები სექსუალური, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით“

მოკვლევის მიზანი

ასოციაცია ჰერა ოცდაერთის სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდა გოგონებისა და ფერტილური ასაკის გამოცდილებების, საჭიროებებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიცირება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით საქართველოს ორ რეგიონში.

მოკვლევის ანგარიშის, როგორც ბაზისური დოკუმენტის გამოყენება ასოციაციის პროგრამებში.

მონაწილეობის პირობები :

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

  1. წინადადებები წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  2. წარდგენილი წინადადებები შეფასდება წარმოდგენილი შინაარსის, ფასისა და ორგანიზაციის სანდოობის მიხედვით.

 

განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:

ტექნიკური და ფინანსური წინადადებებზე განაცხადი მიიღება ელექტრონულად ელფოსტაზე: xxihera@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 24ივლისისა. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: ფასთა გამოკითხვა – კომპანიის დასახელება.

  • ტექნიკური წინადადება უნდა მოიცავდეს:
  1. a) ორგანიზაციის საქმიანობისა და გამოცდილების მოკლე აღწერას; ინფორმაციას კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ. ინფორმაციას განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
  2. b) კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  3. c) სამუშაო გეგმას დროში გაწერილი ღონისძიებებითა და სამუშაო მეთოდოლოგიით 3 თვეზე; კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია უნდა მოიცავდეს კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება; ანალიტიკური მოდელის აღწერა;

(d) ინფორმაცია კვლევაში მონაწილე პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ (რეზიუმეები);

(e) ბოლო ჩატარებული კვლევის ანგარიში (სასურველია ხარისხობრივი).

 

  • ფინანსური წინადადება უნდა მოიცავდეს:
  1. კვლევის ბიუჯეტს; ინფორმაციას კვლევის განხორციელების ღირებულების შესახებ, გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
  2. ანგარიშსწორების ვადებს.

 

ტექნიკურ და ფინანსურ წინადადდებებს წინადადებული დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.

კვალიფიკაცია

  • კვლევების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სოციალური კვლევის მეთოლოგიებისა და ანალიტიკური მიდგომების სიღრმისეული ცოდნა;
  • მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა;
  • ანალიტიკური ანგარიშის წერის უნარები.

 

შემოთავაზებული მეთოდოლოგია:

თვისებრივი კვლევა. ფოკუს ჯგუფები კვლევის სამიზნე ჯგუფებთან: ახალგაზრდა გოგონები 14-19 წლის ასაკობრივი ჯგუფი, ფერტილური ასაკის ქალები 18-50 წლის ასაკობრივი ჯგუფი, მათ შორის იძულებით გადაადგილებული გოგონები და ქალები.

კვლევის განხორციელებისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. კვლევითი ინსტრუმენტი
  2. ფოკუს ჯგუფებისა და სიღმისეული ინტერვიუების პროგრეს ანგარიში, მათ შორის ტრანსკრიპტებისა და სხვა დოკუმენტაციის მოწოდება
  3. საბოლოო ანალიტიკური ანგარიში და რეკომენდაციები
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.