ბაიდენის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას დაიცვას რეპროდუქციული უფლებები, როგორც ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი
17 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მესამე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში აშშ-სთვის. ეს პროცესი ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას მთელ მსოფლიოში. ბაიდენმა თავდაჯერებით,დიპლომატიური მიდგომითა და პარტნიორობისა და ალიანსის სიძლიერის ნდობით ცხადყო მისი განზრახვა, ისევ შეერთებოდა საერთო მიზნებსა და ვალდებულებებს, მათ შორის რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების, როგორც ადამიანთა უფლებების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, წინ წამოწევას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანონსა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან მჭიდრო კავშირი. ეს უკანასკნელი ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებებშიც გამოიხატა, როდესაც ტრამპის არასწორი ნაბიჯები უკუაგდეს თუნდაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელობას ატარებს,მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც ბაიდენის წინამორბედმა 28 იანვრის საპრეზიდენტო მემორანდუმით აკრძალა იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც აბორტის შესახებ ინფორმაციასა თუ სერვისებს ადვოკატირებდა და მიწოდებას უზრუნველყოფდა.
ტრამპის მსგავსი გადაწყვეტილებები ბაიდენმა საპირისპიროდ შეაბრუნა, აღადგიანა კავშირი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, განაახლა თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და გაეროს რეკომენდაციების შესრულების ვალდებულობა აიღო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრეთელობისა და უფლებების აქტიური მხარდაჭერის.
მაშასადამე, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციას გადაწყვეტილება, რეპროდუქციული უფლებების, როგორც ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, საყოველთაო უზრუნველყოფისა და მათი რეალიზაციის ვალდებულების აღების შესახებ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა დღევანდელ მსოფლიოში.