ბულინგის ფორმები და მახასიათებლები
ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალადობას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს და/ან მწუხარებას.
იგი მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და ლახავს მის რეპუტაციას.
ბულინგი (დაშინება) გულისხმობს ფიზიკურ ან სოციალურ ძალადობას, რომელიც იწვევს ზიანს, შიშს და/ან მწუხარებას.
იგი მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და ლახავს მის რეპუტაციას.
ბულინგი განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდებს შორის, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. მაგ. კანადაში 5-დან 1 ბავშვი არის ბულინგის რეგულარული მსხვერპლი. მოზარდობის ასაკში დაშინებამ შეიძლება გამოიწვიოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, სკოლაში წარუმატებლობა, ფიზიკური ძალადობა და სუიციდიც კი. გაეცანით ფაქტებს ბულინგის შესახებ:
★ არსებობს ბულინგის სხვადასხვა ფორმა. მაგ. სიტყვიერი დაშინება, რაც მოიცავს ჭორების გავრცელებას, უხეში და სტერეოტიპული კომენტარების გაკეთებას და ა.შ. სოციალური ბულინგი – გულისხმობს ვინმეს დამცირებას, ცილისწამებას, დაშანტაჟებას და სხვ. არსებობს რასობრივი, რელიგიური და ფიზიკური ბულინგის სახეები, ასევე კიბერბულინგი. ბულინგის ერთ-ერთი სახეა სექსუალური ძალადობა, რაც ნიშნავს სექსუალური შინაარსის შეძახილების გაკეთებას ან არასასურველ შეხებას, ასევე, ჭორების გავრცელებას ვინმეს სექსუალურ რეპუტაციაზე.
★ ბულინგი არის ათვისებული ქცევა. იგი არ არის ზრდა-განვითარების ნორმალური ფორმა და არ აყალიბებს ხასიათს. თუმცა, შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი პრობლემები როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
★ ბულინგის გამოხატულებად არ ითვლება მხოლოდ აგრესიის უშუალო გამოხატვა. ისინი, ვინც უყურებს და არაფერს აკეთებს (მოწმეები) ბულინგის/მუქარის ფაქტს ამწვავებენ. მოწმეებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მუქარის შეფერხებას, იმით რომ არ გამოხატონ გამხნევება და გამხიარულება ბულინგის დროს და პირიქით, მხარში ამოუდგნენ იმ პიროვნებას, რომელზეც ხდება ძალადობა. შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ მნიშვნელოვანია მან უთხრას მისთვის სანდო პირს ამგვარი ფაქტების შესახებ, მიუხედავად იმისა ეს მას შეემთხვა თუ ვინმე სხვას;
★ ბულინგის ერთ-ერთი ფორმაა კიბერბულინგი, როემლიც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვლინდება. ეს არ მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე კომენტარს facebook-ზე, ისინი ადვილად ვერ წაიშლება. კიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას/მუქარას. ის, ჩვეულებრივ, არის მუდმივი, საჯარო და ანონიმური. კიბერმოძალადეები შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ ე.წ. „ხულიგანი ბავშვები”, რომლებიც შეიძლება ასე აგრესიულად იქცეოდნენ, ძალიან ადვილად შესაძლებელია ასევე იყვნენ მორცხვი, წყნარი ბავშვები, რომლებიც ამოფარებულნი არიან კომპიუტერებს. ვინაიდან ასეთი სახეობის დაშინება საჯაროა, მსხვერპლი არ არის დარწმუნებული ვინ ახორციელებს მას და ვისი უნდა ეშინოდეს. კვლევა ცხადყოფს, რომ კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება, აღელვება, ბრაზი, დეპრესია, სკოლის გაცდენა, ცუდი ნიშნები, სხვებზე ძალადობა და სუიციდი;
★ ეს არ არის მხოლოდ გაღიზიანება – ბავშვებმა შეიძლება ვერ გადალახონ იგი. ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. დაშინებამ/მუქარამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის ცხოვრებაზე. მათ ეს ტკივილი და შიში შეიძლება გაჰყვეთ ზრდასრული ურთიერთობებისას. ბავშვები, რომლებიც გზას იკაფავენ დაშინებით და მუქარით, შესაძლოა ეს ქცევა ზრდასრულობაშიც გადმოიტანონ. მათ შეიძლება გააგრძელონ დაშინების/მუქარის ქცევები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, პარტნიორზე ძალადობა, ოჯახური ძალადობა და ძალადობა სამუშაო სივრცეში.
★ ძალადობა, ოჯახური ძალადობა და ძალადობა სამუშაო სივრცეში.