დღევანდელი თემაა: “სქესობრივი მომწიფების პერიოდი”
როდესაც ბავშვები აღწევენ მოზარდობას მათი სხეული იწყებს ქიმიური ნივთიერებების, ჰორმონების გამომუშავებას, რაც იწვევს მათი სხეულის ფორმების და ემოციების ცვლას. აღნიშნული ცვლილებების პერიოდს ეწოდება სექსუალური მომწიფების (პუბერტატული) პერიოდი.
სექსუალური სიმწიფე ზოგიერთისათვის უფრო ადრე/ზოგისთვის უფრო გვიან დგება. სიმწიფის ასაკზე ზეგავლენას ახდენს: გენეტიკა, კვება, ფიზიკური აქტივობა და ავადობა.
როგორც წესი გოგონები უფრო ადრე აღწევენ სექსუალურ სიმწიფეს (8-13 წლის ასაკში ), ვიდრე ბიჭები (10-13 წლის ასაკში).
სექსუალური სიმწიფე შეიძლება იყოს ამაღელვებელიც და დამაბნეველიც რადგან სიმწიფის ფიზიკური და სოციალური ასპექტები იწვევს ცვლილებებს ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი თავისა და სხვების აღქმაში. მრავალ მოზარდს აინტერესებს თუ რა არის სექსი და თავიდანვე იწყებს საკუთარი სექსუალობის შეცნობას, მეგობრებთან ან სექსუალურ/რომანტიულ პარტნიორთან ერთად.
ახალგაზრდები მომწიფებასთან და სექსუალობის განვითარებასთან ერთად აღმოაჩენენ, რომ ადამიანებს რომლებსაც იცნობდნენ და ზოგადად საზოგადოება მათ სხვანაირად აღიქვამს. ოჯახი და თემი ხშირად მოითხოვს მოზარდისგან მეტისმეტ პასუხისმგებლობას ან პირიქით აძლევს მეტისმეტ თავისუფლებას, ან ახორციელებს ზეწოლას რომ ის დაემორჩილოს აღიარებულ გენდერულ ნორმებს.
მაგალითად: ბიჭებს აძალებენ იყონ უფრო გამბედავები და ძლიერები, გახდნენ სექსუალურად აქტიურები, დაამტკიცონ თავიანთი ჰეტეროსექსუალობა ხოლო თუ გოგონები არიან სექსუალურად აქტიურები არ ამართლებენ სოციუმის მოლოდინებს.
ზოგიერთ შემთხვევაში გოგონები ამჩნევენ რომ მათი თავისუფლება იზღუდება სიმწიფესთან დაკავშირებულ საკითხებში. მათი სწავლის პროცესი შეიძლება დასრულდეს, ჩაცმის სტილი და ქცევა შეიზღუდოს, დაევალოთ დამატებით სახლის საქმეები. ზოგ ადგილებში კი გოგონებისთვის სიმწიფის ასაკის მიღწევა არის იმის ნიშანი რომ მათ გათხოვების ასაკს მიაღწიეს.
ორივე, გოგონებიც და ბიჭებიც განიცდიან საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ზეწოლასა და სტიგმატიზაციას.
არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868