Search
Close this search box.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (სრჯ) კრიზისულ სიტუაციებში: დისტანციური სწავლების მოდული

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (სრჯ) კრიზისულ სიტუაციებში: დისტანციური სწავლების მოდული

სასწავლო-საინფორმაციო პროგრამის დასახელება:

დისტანციური სწავლება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის შესახებ

სამიზნე ჯგუფები:

ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის, ბანაკების ორგანიზებისა და მართვის, ლოჯისტიკის, საზოგადოების მომსახურების, დაცვის და სხვა მიმართულებით, საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ჯგუფებისათვის და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაცებისათვის,

სასწავლო-საინფორმაციო პროგრამის მიზანი და თემატიკა:

  • ფლობს ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის თითოეული კომპონენტის შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას ჰუმანიტარული კრიზისის დროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის განხორციელების მნიშვნელობისა დასაციცოცხლოდ აუცილებელი ასპექტების შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) მართვის, როგორც ზოგადი ჯანმრთელობის მართვის ნაწილის, ჯანდაცვის სექტორის კოორდინირებისა და სხვა სექტორებთან, როგორიცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სექტორი, კოორდინირების მნიშვნელობის შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ)ხელმძღვანელი უწყების/კოორდინატორის როლებისა და ფუნქციების შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, სექსუალური ძალადობის პრევენციის დასექსუალირი ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით,ჯანდაცვის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას კრიზისის დასაწყის ეტაპზე, პრიორიტეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელების პრევენციასა და მათთან დაკავშირებული ავადობისა დასიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას;
  • ფლობს ინფორმაციას კრიზისის დასაწყის ეტაპზე გასატარებელი პრიორიტეტული ინტერვენციების შესახებ, დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა შემცირების მიზნით;
    ფლობს ინფორმაციას დაუგეგმავი ორსულობების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებზე;
  • ფლობს ინფორმაციას კრიზისების დროს უსაფრთხო აბორტის მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ;
  • ფლობს ინფორმაციას როგორ არის შესაძლებელი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტით გათვალისწინებული მარაგების შეკვეთა საერთაშორისო დონეზე და მათი მოპოვება ადგილობრივად;

საგანმანათლებლო მეთოდები:

სასწავლო-საინფორმაციო მოდული

დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა

 

სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და რესურსით, საერთაშორისოდ აღიარებული „ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებზე უწყებათაშორისი საველე სახელმძღვანელოს“ გამოყენებით (2018 წლის ვერსია)   

 ვებ-გვერდზე: www.iawg.net/iafm.

კურსზე რეგისტრაცია

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.