Search
Close this search box.

კამპანია: “ნუ დამტოვებ მარტო მოძალადის პირისპირ“

კამპანია: “ნუ დამტოვებ მარტო მოძალადის პირისპირ“

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ იწყებს კამპანიას „ნუ დამტოვებ მარტო მოძალადის პირისპირ”. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს ცოცხალი ისტორიები, რომელიც მიმართულია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ და რომელსაც ქალები უზიარებენ ერთმანეთს.

საზოგადოდ, და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მედიისგან ხშირად გვესმის ამბები, რომლებიც ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სავალალო შედეგების შესახებ გვამცნობს. ინფორმაციას ამყარებს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთის“ მიერ განხორციელებული კვლევებიც. 2020 წელს ჩატარებული თვისებრივი კვლევის თანახმად, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ჩატარდა, ძალადობის ყველა ფორმა და მათ შორის სექსუალურიც, კვლავ უმწვავეს საკითხს წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

საჭიროა უფრო მეტი ხმამაღალი საუბარი ამ თემაზე, უფრო მეტი ისტორიის გავრცელება, რათა არ დავტოვოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი მარტო, მოძალადის პირისპირ.

შემოუერთდით კამპანიას ჰეშთეგით #ნუდამტოვებმარტომოძალადისპირისპირ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.