Search
Close this search box.

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ?

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ?

რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ?

მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივად აქტიურმა ადამიანებმა იცოდნენ რა სახის საფრთხეებს შეიძლება იმალებოდეს სიამოვნების მიღმა. ხშირად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში გვავიწყდება ხოლმე, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ დავიცვათ თავი მისგან, ან როგორ მოვიქცეთ თუ უკვე გაგიიჩნდათ ეჭვი, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებასთან გქონდეთ საქმე. ამ საკითხზე ჩვენს კითხვებს კლინიკა ,,მედისონის” მეან-გინეკოლოგი ქალბატონი თამარ ჭელიშვილი პასუხობს, რომელიც უფრო ზუსტად მოგვიყვება თუ რას ნშნავს სგგდ და რა ნიშნები ახასიათებს მას.

ქალბატონო თამარ რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება?

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არის ისეთი დაავადებები, რომლებიც გადადის უშუალოთ სექსუალური კონტაქტის საშუალებით. მოიცავს დაახლოებით 30-ზე მეტ დაავადებას, რომლებიც შეიძლება დავყოთ სხვაადსხვა ჯგუფად: ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტებით გამოწვეული. ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადება ხალხშიც და მომართვიანობის მხრივაც არის ბაქტერიული ინფექციები: გონორეა, ტრიხომონიაზი, რომლის გამომწვევია პარაზიტი ტრიხომონა, ასევე გვხვდება სოკოვანი დაავადებები, ქლამიდიოზი-რომელსაც უჯრედშიდა გამომწვევი ჰყავს, ვირუსული ინფექციებიდან კი ყველაზე გავრცელებულია ბე ჰეპატიტი, ცე ჰეპატიტი და აივ ინფექცია. ერთერთი აქტუალური ვირუსული ინფექცია არის კიდევ პაპილომა ვირუსი, რომლის ამოცნობაც ხორციელდება პაპ ტესტით, ეს ინფექცია ხალხში რატომღაც იწვევს შიშს, თუმცა ჩვენ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინაცია ამ დაავადებაზე. ამ დაავადების მრავალი ფორმა არსებობს რომელთაგან მხოლოდ 4 ფრომა იწვევს კიბოს, დანარჩენი ორგანიზმისთვის საშიში არაა. პაპილომა ვირუსი განკურნებადი არ არის, მაგრამ არსებობს მკურნალობა ანტივირუსული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატებით, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ამ ვირუსის არსებობას, ხოლო ონკოგენური ფორმის პაპილომა ვირუსის შემთხვევაში მუდმივად (წელიწადში ერთხელ) უნდა მოხდეს სკრინინგი რომ არ დადგეს ცუდი შედეგი.

განსაკუთრებით აქტუალური პერიოდი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადადების თვალსაზრით, ასევე დაავადებებით მომართვიანობის მხრივ არის გაზაფხული-ზაფხული, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამ პერიოდში უფრო აქტიურად არიან დაკავებულნი ადამიანები სექსუალური ურთიერთობებით, ახალი ნაცნობებით და ახალი ურთიერთკავშირებით.

როგორ და რა გზებით ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გადაცემა?

ჩვეულებრივი, დაუცველი ვაგინალური სექსუალური კონტაქტით, ასევე ორალური და ანალური კონტაქტით. ჰომოსექსუალური კავშირების / ურთიერთობის დროსაც ჩვეულებრივად გადადის ეს დაავადებები, ამიტომ არ უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ მამაკაცის მამაკაცთან ან ქალის ქალთან დაუცველი ურთიერთობის შემდეგ რაიმესგან დაზღვეულები ან დაცულები არიან, ასევე ჰერპეს ვირუსი შეიძლება გადავიდეს კოცნითაც, რადგან ჰერპეს ვირუსის დაწყლულებული ადგილზე შეხებითაც შეიძლება ადამიანს გადაედოს ვირუსი. პაპილომა ვირუსის გადადება შეიძლება კონტაქტურადაც, მაგალითად, კონდილომაზე ან დაზიანებულ უბანზე შეხებით, სგგდ ასევე გადადის დედიდან შვილზე მშობიარობის დროს და როდესაც არსებობს დაავადება ორსულ ქალებს ურჩევენ გაიკეთონ საკეისრო კვეთა, ვისრუსული დაავადებები: პაპილომა ვირუსი, ბე და ცე ჰეპატიტი და შიდსი გადადის ლაქტაციის დროსაც, ბაქტერიული დაავადებები არა.

რა არის სარისკო ქცევა?

შემთხვევითი დაუცველი კავშირები ზრდის დაავადებების გადაცემის რისკს. პირველი სქესობრივი კავშირისას აუცილებელია თავის დაცვა რადგან ამ დროს დიდი შანსია სგგდ გადადებისა, ნარკოტიკების მოხმარება და როგორც უკვე ავღნიშნე სისხლით გადადება, ამიტომ არა მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობების დროს არამედ სამედიცინო, სტომატოლოგიურ დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში ვიზიტიების დროს უნდა იქნას გარკვეული რამდენად დაცულია ჰიგიენის და ინსტრუმენტების სტერილიზაციის ნორმები.

რა მსგავსება და განსხვავებები არსებობს სგგ დავადებებში?

სქესობრივი გზით გადამდები ყველა ბაქტერიული დაავადება: სტაფილოკოკი, ეშეიხიაკოლი, ტრიხომონიაზი, სოკო, სიფილისი და ა.შ. განკურნებადია. ქლამიდია და გონოკოკიც ასევე განკურნებადია, რაც შეეხება ვირუსულ დაავადებებს, მწვავე ფორმები განკურნებადია, ხოლო ქრონიკული ფორმა ორგანიზმში მუდმივად რჩება, ანუ თუ ვირუსით ერთხელ მაინც დასნებოვნდა ადამიანი ის ვირუსი არასოდეს არ გამოდის ორგანიზმიდან, მაგრამ უნდა იყოს დაბალი ტიტრი, რომ არ იყოს საშიში ჯანმრთელობისთვის. ბაქტერიული ინფექციების გამოვლინება ზოგჯერ ასე თვალსაჩინოდ არ ხდება, მაგალითად: ადამიანი მოდის ჩივილით, რომ აქვს მუცლის ტკივილი, მაგრამ მან არ იცის რომ აქვს რაღაც ინფექცია, გასინჯვისას აღმოჩნდება, რომ საშოდან უხვი, სუნიანი გამონადენი აქვს, რაც მას ნორმა ჰგონია, მაგრამ საშოდან გამონადენი არაა ნორმა, ნაცხის ანალიზის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ესაა მწვავე ბაქტერიული დაავადება რომლის მკურნალობის შემდგ ჩივილი ქრება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იმ ადამიანმა კი არ იმკურნალოს ვისაც გამოხატული ჩივილი აქვს, არამედ მისმა პარტნიორმა, ამ შემთხვევაში მამაკაცმაც, რომელსაც ჩივილები შესაძლოა საერთოდ არ აღენიშნებოდეს, მაგრამ როდესაც სგგდ-ზე ვსაუბრობთ აუცილებელია, რომ ორივე პარტნორმა ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექცია არ განიკურნება და პრობლემა თავს ისევ ჩენს.

რომელია ყველაზე საშიში დაავადება სგგდ-შორის? და რომელია ყველაზე მარტივად განკურნებადი?

მატივად განკურნებადია ბაქტერიული დაავადებები, განუკურნებელი დაავადებები სგგდ შორის არცერთი არაა გარდა ბე ჰეპატიტისა და შიდსისა, ეს დაავადებები სქესობრივი გზითაც გადადის და სისხლითაც, ამიტომ არა მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობების დროს არამედ სამედიცინო, სტომატოლოგიურ დაწესებულებებსა და სილამაზის სალონებში ვიზიტიების დროს უნდა იქნას გარკვეული რამდენად დაცულია ჰიგიენის და ინსტრუმენტების სტერილიზაციის ნორმები. ეს დაავადებები გადადებისთავანვე არ იჩენენ თავს, თავიდან იწყება საერთო სისუსტით და ცხელებით, კუნთების ტკივილით, პაციენტები დაახლოებით 1 წლის შემდეგ ხვდებიან, რომ რაღაც დაავადება აქვთ. ბე ჰეპატიტი მოქმედებს ღვიძლზე და იწვევს ღვიძლის დაშლას, ხოლო შიდსი იმუნურ სისტემას აყენებს ზიანს და ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება სხვადასვხა დაავადებებს. ბე ჰეპატიტის აცრა არსებობს, საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით განკურნების დიდი შანსები აქვთ დაავადებულ პაციენტებს.

რა ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ აქვს სგგდ?

ვირუსული დაავადებებისთვის, მგ: ჰერპესისთვის დამახასიათებელია ძლიერი წვა მოშარდვისას და სქესობრივი კონტაქტის დროს, ასევე ბუშტუკების გაჩენით, მტკივნეულობით და საერთო სისუსტით. ქლამიდიას, გონორეას და ბაქტერიული ინფექციებს რაც შეეხება უხვი გამონადენი ახასიათებთ საშოდან მომწვანო მოყვითალო ფერის, დამახასიათებელი უსიამოვნო სუნით, ახასიათებთ ტკივილი სქესობრივი კონტაქტი დროს, წვა შარდვის დროს, ტკივილი მუცლის ქვედა არეში. სოკოვან ინფექციებს ახასიათებთ ქავილი და ხაჭოსებური გამონადენი საშოდან. შიდსსა და ბე ჰეპატიტს საერთო სისუსტე და ცხელება ახასიათებთ. გამოვლინება ბაქტერიული ინფექციების დროს ხდება დაახლოებით 1 კვირიდან 2 კვირამდე, ვირუსული ინფექციების დროს ცოტა უფრო მოგვიანებით ხდება ხოლმე გამოვლინება.

აქვე აუცილებელია ავღნიშნოთ თუ როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა ამ დაავადებებისგან: როდესაც ადამიანთან პირველად გაქვთ სექსი, შემთხვევითი სექსი გაქვთ, მითუმეტეს თუ კარგად არ იცნობთ ადამიანს ვისთანაც ეს ურთიერთობა გაქვთ, სექსობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა პრეზერვატივი ანუ კონდომი. ზოგადად არსებობს პრეპარატები და ბარიერული საშუალებები რომლებიც გვიცავს არასასურველი ორსულობისგან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეთოდები ან პრეპარატები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან არ იცავს ადამიანს და მისან თავდაცვის ერთადერთი საშუალება არის კონდომი.

საინფორმაციო ხასიათის სტატიები მომზადებულია ასოციაცია ჰერა-XXI მიერ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.