Search
Close this search box.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში

 სასწავლო კურსის დასახელება:  

დისტანციური სწავლების  მოკლე კურსი ოჯახის ექიმებისათვის   – “რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში”.

სამიზნე ჯგუფები:

  • ოჯახის  ექიმები  
  • რეპროდუქციული ჯანდაცვის პროფილის  ექიმები
  • პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდები

სასწავლო კურსის მიზანი:

მონაწილემ შეიძინოს ან განაახლოს რეპროდუქციული სფეროს გავრცელებული

პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ბაზისური ცოდნა;

განავითაროს და  გააუმჯობესოს პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის ასევე პრობლემების

დროული ამოცნობის,  მართვის  (მათ შორის  მტკიცებებზე დაფუძნებული კლინიკური

გაიდლაინების გამოყენებით ) და  პრევენციის    (არასასურველი ორსულობის

თავიდან აცილება,უსაფრთხო აბორტი) უნარ–ჩვევები.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ოჯახის ექიმის დეფინიცია; ოჯახის ექიმის როლი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაში.
  • კონსულტირების პროცესის წარმართვა  სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე; რეპროდუქციული ანამნეზის შეკრების სპეციფიკა  შესაბამისი  პროფილის პაციენტისაგან;
  • დიაგნოსტიკის მეთოდების ბაზისური / მინიმალური მოცულობა  და რეპროდუქციული ორგანოების გასინჯვის პრაქტიკული უნარების გაცნობა  ოჯახის  ექიმისათვის  ;
  • სასქესო   ორგანოების განვითარების  და ფუნქციონირების ზოგადი  ასპექტები. რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები (რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) ქალის ცხოვრების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე და მათი მართვა ზოგადი  პრაქტიკის ფორმატში.
 
  • ოჯახის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და საშუალებები
  • ინდუცირებული აბორტი   ამბულატორიული დახმარების დონეზე

საგანმანათლებლო მეთოდები:

  • მინილექცია
  • პრეზენტაცია
  • დამხმარე ლიტერატურაზე  მუშაობა
  • შემთხვევის ანალიზი
  • შეფასება,უკუკავშირი.

სასწავლო კურსის გავლის შემდგომ მონაწილემ იცის:

  • ზოგადი პრაქტიკის ექიმის როლის და ამოცანების განსაზღვრა და განმარტებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თემებთან დაკავშირებით.
  • კომუნიკაციის და კონსულტირების ძირითადი პრინციპები და აცნობიერებს კონსულტაციის სწორად წარმართვის გადამწყვეტ მნიშვნელობას პაციენტთან ურთიერთობის პროცესში .
  • სპეციფიური ანამნეზური შეკითხვები, რაც მას საშუალებას მისცემს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, დაუკავშიროს ეს ინფორმაცია წარმოდგენილ პრობლემას და პირველ რიგში, გამორიცხოს საშიში დაავადებები და მდგომარეობები
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე პაციენტის გასინჯვის მეთოდები,რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის პირველად დონეზე.
  • რეპროდუქციული ორგანოების აგებულების და ფუნქციონირების  ძირითადი ასპექტები

 

      ტრეინინგის მონაწილე  შეძლებს :

  • ათვისებული ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენებას  პაციენტის  კონსულტაციის პროცესში; პრობლემის მართვაში მისი მონაწილეობის ხელშეწყობას.
  • სასქესო ორგანოების პათოლოგიის დიაგნოსტიკის ბაზისური უნარების განვითარებას . აუცილებელი ლაბორატორიული, ფუნქციური და ინსტრუმენტული გამოკვლევის გეგმის შედგენას და შედეგების ინტერპრეტაციას.
  • სამედიცინო ეთიკის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას, დამატებითი გამოკვლევების დაგეგმვა/ორგანიზებას, საფრთხეების შეფასებას და შესაბამისი დახმარების  აღმოჩენას. პაციენტის ინფორმირებას პრობლემის ბუნების და მკურნალობის რეკომენდებული მეთოდების შესახებ.
  • კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევისას პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას.

გადაუდებელი დახმარების (მაგ., გადაუდებელი ჰორმონალური და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია) აღმოჩენას.

  • კონსულტირებას – პრევენციული ღონისძიებების (მაგ.,ოჯახის დაგეგმვა უსაფრთხო აბორტი  და სგგდ–ს რისკების შემცირება), ასევე ორსულობის შეწყვეტის მეთოდების, მედიკამენტური და ქირურგიული აბორტის უპრატესობების და ნაკლის შესახებ .

 

სასწავლო კურსი აკრედიტებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ დიმპლომური/უწყვეტი  განათლების სისტემაში.

 

ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი

 

სასწავლო კურსზე მუშაობდა:  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი გულნარა შელია.

 

კურსი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და მხარდაჭერით. http://hera-youth.ge/ 

კურსზე რეგისტრაცია

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.