🔶 ოჯახის დაგეგმვის უპირატესობები
ოჯახის დაგეგმვა, ნიშნავს რომ წყვილებსა და ცალკეულ პირებს ჰქონდეთ საშუალება იყოლიონ შვილები მაშინ, როცა ამას თავად, დამოუკიდებლად გადაწყვეტენ. ასევე ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია, რათა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
თანამედროვე და ხარისხიან კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის
პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ოჯახის დაგეგმვა აძლევს საშუალებას ქალს და გოგონას:
★ შეამცირონ ორსულობა არასრულწლოვან გოგონებში
★ შეამცირონ მშობიარობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები
★ განსაზღვრონ ორსულობებს შორის შუალედი
★ შეამცირონ, დაუგეგმავი არასასურველი ორსულობებისა და შესაბამისად აბორტების რიცხვი
★ აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში
★ ეფექტურად მართონ ოჯახური რესურსები
★ შეამცირონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და მათ შორის აივ ინფექციის გადაცემის რისკი
★ ოჯახში დაამკვიდრონ სიმყუდროვე და ჰარმონიული ურთიერთობები
★ შეამცირონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და მათ შორის აივ ინფექციის გადაცემის რისკი
★ შეამცირონ დედათა სიკვდილიანობა
★ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ
★ მეტი დრო დაუთმონ განათლების მიღებას და კარიერულ ზრდას
მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ