Search
Close this search box.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი

 🔶 სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი

რატომ არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში გამახვილებული ყურადღება ადამიანის უფლებებზე?

იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ მათი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა და იცოდნენ რომ ყველა ადამიანს აქვს: ღირსების დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობის დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღების უფლება, მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილება ჰქონდეთ თუ არა სექსი, გამოიყენონ თუ არა თავდაცვის საშუალებები, როგორიცაა კონდომი, კონტრაცეფცია, დაიცვან საკუთარი სექსუალური რეპროდუქციული ჯანმრთელობა და შეარჩიონ მათთვის საჭირო სერვისები.
საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების ცოდნა და მათი დაცვა განსაზღვრავს სხვათა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვასაც.
სამწუხაროდ საქართველოში ახალგაზრდები ჯერ კიდევ არიან არასასურველი სექსის, ძალადობის, არასრულწლოვანთა ქორწინების და საკუთარ სექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული სტიგმის მსხვერპლნი რაც თავისთვად გულისხმობს მათი უფლებების დარღვევას.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ცოდნა ახალგაზრდებს აძლევს იმის განცდას, რომ ისინი სამყაროსთვის მნიშვნელოვანნი არიან.

”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.