Search
Close this search box.

ფასეულობები, ჩვენს ცხოვრებაში

ფასეულობები, ჩვენს ცხოვრებაში

🔶 ფასეულობები, ჩვენს ცხოვრებაში

სიტყვა „ფასეულობას“ სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია: ერთი მნიშვნელობა გულისხმობს საგნის ან ნივთის რეალურ ღირებულებას სხვა შემთხვევაში, ეს მცნება მოიცავს ფასეულობათა უფრო პირად ასპექტს

სიტყვა „ფასეულობას“ სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია: ერთი მნიშვნელობა გულისხმობს საგნის ან ნივთის რეალურ ღირებულებას სხვა შემთხვევაში, ეს მცნება მოიცავს ფასეულობათა უფრო პირად ასპექტს, როგორიცაა მაგალითად, ამა თუ იმ რწმენისა და იდეის მნიშვნელობა ადამიანისათვის. სხვადასხვა რამ მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ადამიანისათვის, ანუ მათ მეტი ან ნაკლები ფასეულობა გააჩნიათ. საგნები, იდეები, რწმენა ან პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, ქმნის მის ფასეულობათა სისტემას. ჩვენი ფასეულობები გვეხმარება ჩვენი პიროვნულობის განსაზღვრაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში, რასაც სხვაგვარად ჩვენი ქცევა ჰქვია. მაგალითად; მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი ფასეულია, ზრუნავს მასზე, უფრთხილდება ცოლს, შვილებს, და ზრუნავს ოჯახურ ცხოვრებაზე. ადამიანი, რომლისთვისაც მთავარ ფასეულობას მისი ჯანმრთელობა წარმოადგენს, ცდილობს სწორად იკვებოს, თავი აარიდოს ისეთ ქცევებს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების რისკის წინაშე დააყენებს, არ მიიღოს ალკოჰოლი, თამბაქო, და ნარკოტიკები. ადმიანები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ბევრს სწავლობენ და აღწევენ სასურველ მიზანს.

ფასეულობებია:
★ ის, რისი მომხრე ან მოწინააღმდეგეც არის ადამიანი
★ ის, რასაც ადამიანი იჩევს თავად, სხვათა ზეწოლის გარეშე, ანუ ფასეულობის განსაზღვრისას არავინ ატანს ძალას. თუმცა, ნათელია, რომ განიცდის ოჯახის, მეგობრების, მასწავლებლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ტრადიციული და რელიგიური ლიდერების გარკვეულ ზეგავლენას
★ ის, რისიც სწამს და რასაც ყოველთვის დაიცავს სხვათა წინაშე
★ ის, რასაც ადამიანი იყენებს არჩევანის გაკეთებისას და რაც განსაზღვრავს მის ქცევას მთელი ცხოვრების მანძილზე.

🔸ოჯახური ფასეულობები

ისეთი რამ, როგორიცაა რელიგია, კულტურა, მეგობრობა და მასმედია, გავლებნას ახდენს ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებაზე.
თუმცა, ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი წყაროა იმ ინფორმაციისა, რომელიც ფასეულობების ჩამოყალიბებას განსაზღვრავას. ეს ფასელობანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობაზე, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენს ჩვენს მიერ ცხოვრების მანძილზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გაკეთებულ არჩევანზე. ამდენად, ძალზე მნიშნელოვანია, მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიცოხვროთ ჩვენი ფასეულობების შესაბამისად.
ოჯახში ყოველთვის არ ხდება ფასეულობების უშუალო გაზირება ბავშევბისათვის. ხშირ შემთხვევაში, მათი უმეტესობა აღიქმება ბავშვის მიერ გარშემომყოფთა ქცევაზე დაკვირვებით და არა რაიმე პირდაპირი ინსტრუქციის შედეგად. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ გზით ხდება სექსუალობასთან დაკავშირებული ფასეულოებების გაზიარება, ვინაიდან მშობლები ხშირად თავს იკავებენ ბავშვებთან სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრისგან, რადგან ერიდეათ ან არ იციან, თუ როგორ მიაწოდონ ბავშვს ინფორმაცია. ოჯახური ფასეულობების გაგება ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ეს ფასეულობები ახდენს ყელაზე დიდ ზეგავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

მომზადებულია “ჰერა ოცდაერთი”-ს მიერ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.