Search
Close this search box.

გადაუდებელი პოსტკოიტალური კონტრაცეფცია (პკკ)

გადაუდებელი პოსტკოიტალური კონტრაცეფცია (პკკ)

🔷 გადაუდებელი პოსტკოიტალური კონტრაცეფცია (პკკ)

გადაუდებელი კონტრაცეფცია გულისხმობს ჰორმონალური პრეპარატების (ანტიგესტაგენი, გესტაგენი) ან საშვილოსნოსშიდა საშუალების (სპირალი) გამოყენებას დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან 1-3 დღის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობა.

🔹გადაუდებელ კონტრაცეფციის ჩვენებაა:

★ გაუპატიურება
★ დაუცველი სქესობრივი კავშირი
★ არასწორად შესრულებული შეწყვეტილი სქესობრივი აქტი
★ პრეზერვატივის გახევა სქესობრივი ცხოვრების დროს
★ ორალური კონტრაცეპტივების (აბის) გამოტოვება

🔹რა უნდა ვიცოდეთ ჰორმონალური პკკ-ის მიღების შემდეგ:

★ მენსტრუაცია შეიძლება დაიწყოს უფრო ადრე ან გვიან მოსალოდნელ თარიღამდე
★ მენსტრუალური სისხლდენა შესაძლებელია იყოს ჭარბი
★ თუ აბების მიღებიდან 3 კვირაში არ დაგეწყოთ ციკლი და გაჩნდა ორსულობისათვის დამახასიათებელი ჩივილები, ან უჩივით ტკივილს მუცლის ქვემო არეში – მიმართეთ ექიმს
★ შემდგომი მენსტრუაციის დადგომამდე გამოიყენეთ თავდაცვის ბარიერული მეთოდები (პრეზერვატივი).

🔹პკკ-ის უკუჩვენებაა:

★ თრომბოემბოლია ანამნეზში ან გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან
★ ღვიძლის მძიმე დაავადება
★ ძლიერი თავის ტკივილის ეპიზოდები (შაკიკი)
★ 35 წელზე მეტი ასაკი
★ მწეველი

🔹შესაძლო გვერდითი მოვლენები:

★ გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის და სარძევე ჯირკვლების არეში, თრომბოზები.
★როგორც წესი გვერდითი მოვლენები აბების მიღებიდან 2-3 დღეში თავისით გაივლის.
★პრეპარატის ტერატოგენული მოქმედებიდან გამომდინარე, აბების მიღების ფონზე დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, ორსულობის გამოსავალი გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი.

🔹 საშვილოსნოსშიდა გადაუდებელი კონტრაცეფცია

★ მეთოდი ითვალისწინებს საშვილოსნოს ღრუში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის (სპირალის) ჩადგმას დაუცველი სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 3-5 დღეში. მეთოდის არსი მდგომარეობს უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედისათვის საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციის
(მიმაგრების) შეფერხებაში.

🔹მეთოდი არ არის რეკომენდირებული:
★ არანამშობიარევ ახალგაზრდა ქალებში
★ სხვადასხვა პარტნიორის, ან ხშირი სქესობრივი აქტის მქონე პაციენტებში
★ შემთხვევითი სქესობრივი აქტის ან გუპატიურების შემთხვევაში.
★ ანამნეზში ხშირი გენიტალური ტრაქტის ინფექციები

მეთოდი ისეთივე ეფექტურია, როგორც ჰორმონალური პოსტკოიტალური კონტრაცეფცია.

❗გაითვალისწინეთ:

არ გამოიყენოთ გადაუდებელი პკკ, როგორც თავდაცვის რეგულარული საშუალება. იგი არ გიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. თუ პკკ-ის მიღების შემდეგ მენსტრუაცია გადაგიცდათ არ შეშინდეთ, ეს კონტრაცეპტივის გვერდითი ეფექტია. დაელოდეთ 5-7 დღე, ან გამოიყენეთ ორსულობის დასადგენი ტესტი.

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.