Search
Close this search box.

რომანტიკული ურთიერთობები

რომანტიკული ურთიერთობები

🔸რომანტიკული ურთიერთობები 🔸

კულტურა საზოგადოებრივი ფემომენია, ის იქმნება ადამიანთა ჯგუფის მიერ და არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდის დამოკიდებულება-გამოცდილებებით. სწორედ კულტურა აყალიბებს იმას, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს და ურთიერთობებს. ადამიანების ურთიერთობები იცვლება კულტურაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად.

სამყაროში არსებობს უამრავი განსხვავებული ნორმა და პრაქტიკა რომანტიკულ ურთიერთობებთან და შეხვედრებთან დაკავშირებით. არშიყობა, ე.წ. ფლირტი და შეხვედრები ეხმარება ისეთი საკომუნიკაციო ურთირთობების განვითარებაში, როგორებიცაა საკუთარი და პარტნიორის გრძნობების აღიარება, პატივისცემა და გამოხატვა. ასევე, ეს აძლევს ადამიანებს კომპანიონობისა და ახალი გამოცდილების საშუალებას.

მსგავსი ურთიერთობების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ასაკი. ხშირად ადამიანი ხვდება მსგავსი ასაკის ადამიანს, მაგრამ, არა ყოველთვის. ზოგ შემთხვევაში ზრდასრული მამაკაცები ხვდებიან გოგონებს, რა დროსაც ასაკობრივი სხვაობა ხშირად ხდება ურთიერთობებში ძალაუფლების არათანაბრად განაწილების მიზეზი.

რომანტიკული ურთიერთობების საწყის ეტაპზე მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სქესსაც. ესეც ერთგვარი კულტურული ნორმაა. მრავალ საზოგადოებაში ინიციატივას მამაკაცებისაგან მოელიან, თუმცა, თანამედროვე პერიოდში ამგვარი პირობა უფასურდება და გოგონები და ქალებიც არიან შეხვედრების ინიციატორები.

შეხვედრა და პაემანი აუცილებლად ფულის დახარჯვას არ გულისხმობს. თუმცა, როცა ეს ასეა ხშირად ხარჯების გადანაწილება ხდება პრობლემა და ქმნის დისკომფორტს ურთიერთობებში. ზოგიერთ კულტურაში კაცისგან მოელიან ფინანსების გაღებას, ზოგან კი იხდის ის, ვისაც მეტი შემოსავალი აქვს. მნიშვნელოვანია რომ ფინანსური შეთანხმება იყოს ორივესთვის კომფორტული. ერთის მიერ ფულის დახარჯვა არ უნდა აყენებდეს მეორეს უხერხულ მდგომარეობაში, ან არ უნდა აკისრებდეს მას რაიმე ვალდებულებას.

როდესაც ადამიანები გრძნობენ რომ მათ ურთიერთობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, იწყებენ ეჭვიანობას. ეჭვიანობა რომანტიკულ (და არა მარტო) ურთიერთობებში გულისხმობს საკუთარების გრძნობას, სიბრაზეს, შეურაცხყოფას და ა.შ. ადამიანთა უმრავლესობა ერთხელ მაინც განიცდის ამ გრძნობას ურთიერთობის რაღაც ეტაპზე. რომანტიკული ურთიერთობებისას ადამიანებმა შეიძლება იეჭვიანონ ნამდვილ ან გამოგონილ რომანტიკულ კონკურენტზე. თუმცა, ადამიანმა შეიძლება იგრძნოს რომ ურთიერთობას საფრთხე ემუქრება პარტნიორის ოჯახის წევრების, მეგობრების ან სამუშაოს მიმართ მეტისმეტი ერთგულების გამო.

ზოგი ადამიანი ეჭვიანობას გამოხატავს მუქარით, ძალადობით, კონტროლით ან მანიპულაციით. მსგავსი ტიპის ქცევას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან და არაა მისი გამოხატულება. ძალადობა არის ადამიანის მიმართ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია. ის ყოველთვის არღვევს იმ ადამიანის უფლებებს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული.

ურთიერთობები ყოველთვის არის მყარი და პოზიტიური თუ კი საკუთარ გრძნობებს გულახდილად და პატივისცემით გაუზიარებენ ერთმანეთს პარტნიორები.

წყარო: არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.