Search
Close this search box.

სექსსა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი თქვენს პარტნიორთან

სექსსა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი თქვენს პარტნიორთან

🔹სექსსა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი თქვენს პარტნიორთან

სექსუალური და ინტიმური საკითხები ჩვენს საზოგადოებაში რომ ტაბუდადებულ თემებად ითვლება უცხო არავისთვისაა. ხშირად ამ თემებზე საუბარი პარტნიორებს შორისაც კი უხერხულობასა იწვევს, არადა სქესობრივი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კომუნიკაცია პარტნიორებს შორის.

პირველ ეტაპზე, კომუნიკაცია იმისთვისაა აუცილებელი, რომ დადგინდეს, ნამდვილად არის თუ არა სქესობრივი კავშირი ორივე პარტნიორისთვის სასურველი. ზოგადად კი, ეფექტური კომუნიკაცია დაგვეხმარება დავიცვათ როგორც ჩვენი საკუთარი, ისე პარტნიორების კეთილდღეობა. ეს დაცვა გულისხმობს:
★ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან დაცვას;
★ არასასურველი ორსულობისგან დაცვას;
★ შესაძლო კონფლიქტის რისკების შემცირება, რამაც, საბოლოოს შეიძლება ძალადობამდეც მიგვიყვანოს.
კომუნიკაცია ასევე ზრდის ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და სიამოვნებას.
კომუნიკაცია აუცილებელია მოლოდინებისა და ლიმიტების გამოსახატავადაც. ეს ეხება:
★ გრძნობებს;
★ ფულისა და მატერიალური სარგებელის გაცვლას;
★ სხვა ფაქტორებს.
სქესობრივი კავშირის შესახებ კომუნიკაციის დამყარება/არ დამყარებაზე დიდ გავლენას ახდებს გენდერული ნორმებიც. თუმცა, სექსუალობის შესახებ კონკრეტული და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ყველას შეუძლია. ამაში პრაქტიკა დაგვეხმარება

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.