Search
Close this search box.

“მოზარდის ორსულობა და რისკ-ფაქტორები”

“მოზარდის ორსულობა და რისკ-ფაქტორები”

🔹 “მოზარდის ორსულობა და რისკ-ფაქტორები”

დღესდღეობით, მსოფლიოში მწვავედ დგას საკითხი მოზარდთა ორსულობის შესახებ. მუდმივად ხორციელდება მოზარდთა ორსულობის გამომწვევი მიზეზების შესწავლა კომპეტენტური ორგანიების მიერ.

🔸 რატომ არის საფრთხის შემცველი ადრეულ ასაკში ორსულობა?
• მსოფლიო მასშტაბით წელიწადში 16 მილიონი მოზარდთა მშობიარობა არის დაფიქსირებული, მათ შორის 95% – დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის;
• 15-19 წლის გოგონების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გართულებები;
• ყოველწლიურად 3 მილიონი 15-19 წლის ასაკის გოგონა იკეთებს არაუსაფრთხო აბორტს;
• მოზარდთა მიერ გაჩენილ ახალშობილთა სიკვდილიანობა და მკვდრადშობადობა 50%-ით აღემატება 20-29 წლის ასაკის დედების მიერ გაჩენილ ახალშობილთა ანალოგიურ მაჩვენებლებს, მოზარდთა მიერ გაჩენილ ახალშობილთა უმრავლესობა მცირე წონით იბადება;
🔸 როდის ითვლება ორსულობა ნაადრევად?
ნაადრევ ორსულობად ითვლება 13 დან 18 წლამდე ასაკის მოზარდის ორსულობა. გოგონების უმეტესობა სწორედ ამ ასაკში იწყებს სქესობრივ ცხოვრებას სრულიად გაუაზრებლად და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს თავდაცვის საშუალებებს.
🔸 რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდი ორსულობისას?
რაც უფრო მცირე ასაკში დგება ორსულობა, მით მეტია შესაძლო გართულებების რისკი როგორც მშობლისთვის ისე ნაყოფისთვის, როგორიცაა: ანემია, ჰიპერტონია, გვიანი ტოკსიკოზი, ორსულობის მოშლის საშიშროება, ნაადრევი მშობიარობა, საკეისრო კვეთის აუცილებლობა ვიწრო მენჯის გამო, ლაქტაციის პერიოდის პრობლემები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, მცირე წონის ახალშობილი, ჰიპოქსია, სამშობიარო ტრავმები, ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება.
ამ გართულებების მიზეზი მოზარდის ორგანიზმის მოუმწიფებლობაა. ხშირად ორსულობა მოზარდის მხრიდან იგნორირებულია, არასრულფასოვანი კვებისა და დღის წესრიგის დარღვევით, მავნე ჩვევებით, რასაც მივყავართ შესაძლო გართულებების განვითარებამდე.
არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.