Search
Close this search box.

შეიცანი საკუთარი სხეული – იყავი თავდაჯერებული!

შეიცანი საკუთარი სხეული – იყავი თავდაჯერებული!

🔹 შეიცანი საკუთარი სხეული – იყავი თავდაჯერებული!

ყველა ადამიანის სხეული ერთმანეთისგან განსხვავებულია. არ არსებობს ”იდეალური” ან ”ნორმალური” სხეულის ფორმა ან გარეგნობა. თუმცა სოციალური და ინდივიდუალური ფაქტორები გავლენას ახდენენ საკუთარი სხეულისმიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა დროსა და კულტურაში ”იდეალური სხეულის” აღქმა განსხვავებული იყო.

გოგონები/ქალები საკუთარი გარეგნობის გამო ხშირად განიცდიან საზოგადოების ზეწოლას. ეს იმითაა განპირობებული, რომ მათი გარეგნობა ხშირად მათ სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები როდესაც ისინი სექსუალური ხასიათის კომენტარებს იღებენ და დაცინვის ობიექტი ხდებიან. თავის მხრივ ეს იწვევს მათ დათრგუნვას. სწორედ ამიტომ, ისინი უფრო მგრძნობიარე ხდებიან საკუთარი გარეგნობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები. ხშირად მიმართავენ სხვაასხვა დიეტას, რაც შემდგომში კვებით დარღვევას იწვევს. ასევე, შესაძლოა, ისინი პირველივე შემხვედრს დათანხმდნენ სექსუალურ კავშირზე, რადგან თვლიდნენ, რომ მათთვის სასურველი ადამიანისთვის შეუფერებელნი არიან.
ბიჭებს/მამაკაცებს აღელვებთ საკუთარი გარეგნობა და ცდილობენ ფიზიკურად უფრო ძლიერები და ათლეტურები იყვნენ. შესაძლოა მათაც მიიღონ სექსუალური ხასიათის კომენტარები ან დაცინვის ობიექტი გახდნენ გარეგნობაზე ზრუნვის გამო. ცხოვრების არასწორი რეჟიმისგან, შესაძლოა, მათაც განუვითარდეთ კვებითი დარღვევები.ისინი ნაკლებად აღიარებენ პრობლემებს და უჭირთ დახმარებისათვის გარშემომყოფებს მიმართონ.
აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა ისწავლოს, ის თუ როგორ იგრძნოს თავი თავდაჯერებულად საკუთარ სხეულში. ეს გავლენას ახდენს მის სოციალური ცხოვრების კომფორტულობის ხარიხზე, ფიზიკურ აქტივობასა და სექსუალობაზე, ამიტომაც, საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება სახალისო და შემოქმედებითია. ეს შესაძლებელია იყოს ადამიანის იდენტობის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება. ამ გრძნობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები და ცხოვრობენ სტიგმატიზებული შეხედულების მქონე საზოგადოებაში.

🔹 რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა საკუთარი სხეული სურათის დახვეწის და გარეგნობის გაუმჯობესებისთვის?

✔ კარგად შეისწავლოს და გრძნობდეს თავს კომფორტულად საკუთარ სხეულში
✔ უგულებელყოს ის ნორმები, რომლებიც აღიარებენ ან სტიგმატიზირებას უწევენ განსხვავებულ გარეგნობას
✔ მიიღოს საკუთარი სხეული პოზიტიურად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ახლოსაა ის კულტურულ იდეალთან
✔ დარჩეს ფიზიკურად აქტიური, იკვებოს სწორად და იყოს ჯანმრთელი
✔ გააცნობიეროს საკუთარი ფიზიკური სურვილები
✔ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ განსაზღვროს, თუ რა არის სექსუალური თვალსაზრისით სასიამოვნო
✔ უარი თქვას ყოველგვარ დისკომფორტზე, უპატივცემულო ძალადობრივი სექსის ჩათვლით
✔ შეეძლოს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება
✔ შეეძლოს გარკვეული ინფექციების სიმპტომების შემჩნევა
✔ შეძლოს საკუთარი ღირსებისა და პატივისცემის უფლების დაცვა

სრულყოფილი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მიღებული განათლება თითოეულ ახალგაზრდას დაეხმარება აიმაღლოს თვითშეფასება, დაიცვას თავი არასასურველი ორსულობისგან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან და უნაყოფობის რისკებისაგან. მნიშვნელოვანია თითოეულმა ახალგაზრდამ ყურადღება გაამახვილოს საკუთარ აკადემიურ მიღწევებზე, კრეატიულ ნიჭზე და სხვა მახასიათებლებზე. ასევე უმნიშვნელოვანესია ისეთი კანონებისა და მხარდამჭერი სისტემების ქონა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას მისცემს.

არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.