Search
Close this search box.

ინტერვიუ ეკატერინე ჯორკოშვილ-ნოდიასთან

ინტერვიუ ეკატერინე ჯორკოშვილ-ნოდიასთან

ქალბატონო ეკატერინე მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ

მე ვარ ეკატერინე ჯორკოშვილი-ნოდია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საოქმო განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.

ასოციაცია “ჰერა XXI”-ს მიერ ჩატარებული სემინარი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან მივიღე მეტი ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. ჩემთვის, როგორც იურიდიული სამსახურის წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდე თუ რა უფლებრივ პრობლემებთან გვაქვს საქმე ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს თუ როგორ ხდება არსებული კანონმდებლობის პრაქტიკაში გადატანა და რეალური აღსრულება.

როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალურიდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად?

მე მიმაჩნია, რომ ქალთა ოთახი და გენდერული თანასწორობის საბჭო ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა მუშაობდნენ, რომ ხელისუფლებამდე მიიტანონ ის პრობლემები, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტეში მცხოვრებ ქალებს აქვთ. ამ სტრუქტურებს შეუძლიათ მიაწოდონ ქალებს საჭირო ინფორმაცია და გადაამისამართონ შესაბამის ორგანოში, ამის საჭიროების შემთხვევაში. ქალთა ოთახი ხშირად ატარებს ტრენინგებს, აწვდის გოგონებს და ქალებს ჯანმრთელობის უფასო სერვისებს, რაც მათ მდგომარეობას ძალიან ამსუბუქებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არსებობს მთლიანად საქართველოში და მათ შორის, რუსთავშიც არის ინფორმაციის არარსებობა და სიმწირე. ამას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. მაგალითისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხები ხშირად ტაბუირებულია. მიიჩნევა, რომ ამ თემაზე საუბარი სირცხვილია. ასეთ საკითხებზე საუბრის დაწყება ჯანმრთელი, განათლებული და ბედნიერი თაობისთვის უბრალოდ აუცილებელია.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.