Search
Close this search box.

ინტერვიუ ლელა კვირიკაშვილთან

ინტერვიუ ლელა კვირიკაშვილთან

ქალბატონო ლელა მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ

მე ვარ ლელა კვირიკაშვილი. წარმოვადგენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.

ასოციაცია “ჰერა XXI”-ს მიერ ჩატარებული შეხვედრები იყო ძალიან დროული და მე ვიტყოდი აუცილებელიც. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, თუ რა საჭიროებები აქვთ ქალებს და როგორ უპასუხონ ამ საჭიროებებს.

როგორ ხედავთ ადგილობრივ დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მხარდასაჭერად?

ქალთა ოთახი და გენდერული თანასწორობის საბჭო აუცილებელია, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს ზუსტად გაიგოს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები და რა სჭირდებათ მათ. დაყოფილი საქმე ყოველთვის უკეთესად კეთდება. ამიტომ, ასეთი სპეციალიზირებული სტრუქტურების არსებობა აუცილებელია. გენდერული თანასწორობის საბჭოს აქვს თავისი გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი და ის, ქალთა ოთახთან ერთად აწვდის მოსახლეობას იმ ინფორმაციას და სერვისებს რაც სჭირდებათ, მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

მე ვთლი, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტებში კადრების გადამზადება. მათ უნდა ჰქონდეს საჭირო ცოდნა და უნარები, რომ სწორად მიაწოდონ ქალებს ინფორმაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.