Search
Close this search box.

ადვოკატირება

ადვოკატირება საერთაშორისო დონეზე
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ იყენებს საერთაშორისო მონიტორინგის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: CEDAW (კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ), ICCPR (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმება.) UPR(უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) და უზრუნველყოფს აქტიურ ადვოკატირებას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით;
ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე
ასოციაციის ერთ-ერთი საადვოკაციო პრიორიტეტია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სამოქმედო გეგმებისა და პოლიტიკების შემუშავებას, პროგრამებისა და მუნიციპალური სერვისების დანერგვას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, გენდერული საბჭოებისა და ქალთა ოთახების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას და პოზიტიური გარემოს შექმნას სრჯუს მიმართ. ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ადვოკატირების ძირითად მიდგომას წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება, ხოლო მთავარ ინსტრუმენტს კოალიციური და ქსელური მუშაობა, თემის ლიდერთა უნარების გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისათვის. “ჰერა ოცდაერთი” ხელმძღვანელობს “კოალიციას რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის”, რომელიც ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა. კოალიცია 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს და ახორციელებს ადვოკატირებას ადგილობრივ სრჯუ პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
ადვოკატირება ეროვნულ დონეზე
ეროვნულ დონეზე ასოციაცია ხელს უწყობს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების მიმართ. ორგანიზაციისათვის პრიორიტეტულია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, დედათა ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ყოვლისმომცველი განათლება, სრჯუ კუთხით ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალგაზრდული პოლიტიკის ადვოკატირებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ცნობიერებისა და მზაობის გაზრდის გზით სრჯუსთან მიმართებით ეროვნულ დონეზე ორგანიზაციის ადვოკატირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიზნობრივი ჯგუფები:

1.ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები

2.ადგილობრივი ხელისუფლება/მუნიციპალიტეტები

3.საზოგადოებრივი სექტორი

4.მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

ასოციაცია HERA XXI-ის პრიორიტეტია სოციალური, ეკონომიკური, საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ:

▪ასოციაციის ინიციატივით და მხარდაჭერით შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სახელწოდებით – „კოალიცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის“ რომელიც 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიის წარმომადგენელს აერთიანებს.

▪ასოციაცია “HERA XXI” იყენებს საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტებს CEDAW (ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია), ICCPR (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი); UPR (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) და აქტიურად ადვოკატირებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისთვის.

▪საზოგადოების ფართო მასების ცნობიერების ამაღლების და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით 2015 წელს შეიქმნა ტელესტუდია სახელწოდებით „რეპრო სტუდია“, რომელიც ამზადებს სატელევიზიო გადაცემა „ალტერნატიულ აზრს“. გადაცემა გადის ყოველ შაბათს 18:00 საათზე ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის” ეთერით.

გადადით ბმულზე:

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.