მიზნობრივი ჯგუფები:
მაღალი რისკის ჯგუფები
ასოციაცია HERA XXI ხელს უწყობს სათემო ჯგუფების გაძლიერებას, განვითარებასა და ჩართულობას გადაწყვეტილების მღების პროცესში.
სათემო ჯგუფები:
ჯგუფი “PAPA”- “Positive Attitude Positive Action” – “პოზიტიური დამოკიდებულება, პოზიტიური ქცევა”
ასოციაცია ,,HERA XXI”-ის მიერ აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შექმნილია აივ-პოზიტიურ ადამიანთა ჯგუფი.
ასოციაცია ,,HERA XXI” PAPA ჯგუფისთვის უზრუნველყოფს კონფიდენციალურ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
2016 წელს აივ დადებით ადამიანთა სათემო ჯგუფი „პაპა“-ს წარმომადგენელი შევიდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) შემადგენლობაში და აქტიურად ადვოკატირებს თემის საჭიროებების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.
ახალგაზრდა ქალ დევნილთა სათემო ჯგუფი: გალის რაიონში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებს ადგილობრივ კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სათემო ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სათემო ადვოკატირებას სრჯუ საკითხებზე.
სექს მუშაკ ქალთა სათემო ჯგუფი „ქალთა ხმა“ ჩამოყალიბდა ასოციაციის მხარდაჭერითა და ძალისხმევით. 2015 წელს სექს მუშაკთა სათემო ჯგუფი „ქალთა ხმა“ გახდა საერთაშორისო ქსელის SWAN წევრი.